ბალტიის რეგიონში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის შემდგომ ოპოზიციური პარტიები საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან ერთად ევროპის დედაქალაქებში ერთობლივ ვიზიტებს აანონსებენ. მანამდე კი ერთიანი სამოქმედო პლატფორმის ფარგლებში საკუთარ მიზნებზე საუბრობენ. როგორც ამბობენ სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს "ქართული ოცნების" ხელისუფლების არაღირების პოლიტიკის გაძლიერება, ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. უმრავლესობის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ თვითმართველობის არჩევნებზე მონაწილეობა მხოლოდ "ქართული ოცნების" მმართველობის ლეგიტიმაციას დააჩქარებს. საპასუხოდ "ქართული ოცნება" ოპონენტები არათანმიმდევრულობაზე საუბრობს.