კანადაში ვადამდელი არჩევნები გაიმართება. ქვეყნის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საყოველთაო არჩევნები დანიშნა, რომელიც 28 აპრილს შედგება. კარნის თქმით, მას, იმ საფრთხეებთან გასამკლავებლად, რომელიც კანადას აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპისგან ემუქრება ძლიერი მანდატი სჭირდება. მისივე თქმით, ქვეყანა, ტრამპის განცხადებებისა და გეგმების გამო მნიშვნელოვანი კრიზისის წინაშეა. როგორც კარნი აღნიშნავს, ტრამპმა პასუხად კანადის მიერ ძლიერი ეკონომიკისა და უფრო უსაფრთხო ქვეყნის შესება უნდა მიიღოს. პრემიერ მინისტრი ხაზს უსვამს, რომ კანადა აშშ არასდროს გახდება.