წყნეთში აფხაზეთიდან დროებით დევნილი ახალგაზრდებისთვის ახლად რეაბილიტირებული ქორეოგრაფიული დარბაზი გაიხსნა - Palitra News

წყნეთში აფხაზეთიდან დროებით დევნილი ახალგაზრდებისთვის ახლად რეაბილიტირებული ქორეოგრაფიული დარბაზი გაიხსნა

2025-03-24 09:30:45+04:00

წყნეთში აფხაზეთიდან დროებით დევნილი ახალგაზრდებისთვის ახლად რეაბილიტირებული ქორეოგრაფიული დარბაზი გაიხსნა. პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და კერძოს სექტორის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. რეაბილიტაციის შედეგად სრულად განახლდა დარბაზის ინტერიერი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა. დარბაზი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად დაათვალიერა.