27 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების სენატი MEGOBAR ACT-ს განიხილავს. დოკუმენტი “ქართული ოცნების” წევრებისა და იმ პირების დასანქცირებას გულისხმობს, რომლებიც დოკუმენტში არსებული ჩანაწერის თანახმად, ქართულ დემოკრატიას ძირს უთხრიან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მოსაზრებით, აქტის განხილვა ამერიკის მხრიდან მზარდაჭერის დასტურია. მათივე განცხადებით, მნიშვნელოვანია „MEGOBARI აქტი“ სწრაფად მიიღონ, რადგან ის საქართველოს ეკონომიკისთვის, უსაფრთხოებისთვის და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის სჭირდება. თავად ქართული ოცნება MEGOBARI ACT-ს საქართველოს ხელისუფლების შანტაჟის მცდელობად მიიჩნევს.