ემანუელ მაკრონმა უკრაინის მხარდაჭერის „მსურველთა კოალიციის“ მორიგი შეხვედრა 27 მარტს პარიზში დააანონსა. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროკავშირის სამიტის შემდეგ ბრიუსელში განაცხადა, შეხვედრაზე უკრაინის მოკლევადიანი მხარდაჭერის შესახებ იქნება საუბარი და მას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება. მისი თქმით, მოსკოვის უარი მტკიცებულებაა, რომ რუსეთი მოცემულ მომენტში მშვიდობით არ არის დაინტერესებული. მაკრონის განცხადებით, სარაკეტო და დრონებით თავდასხმები, რომელსაც რუსული არმია უკრაინის მიმართ ახორციელებს, არის იმის მტკიცებულება, რომ მოსკოვს მშვიდობა არ სურს.