გერმანიის სასამართლომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, "საქართველოს თავისუფალ ქვეყნად მიჩნევა შეუთავსებელია ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ამასთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები არსებობს".ბერლინის ადმინისტრაციული სასამართლო ახლა ქართველი წყვილის საქმეს განიხილავს, რომელთაც იმის გამო, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაშია შეყვანილი, გერმანიის ხელისუფლებამ თავშესაფრის მინიჭებაზე უარი განუცხადა. წყვილმა ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ გასული წლების მანძილზე, ლუქსემბურგის ევროპულმა სასამართლომ მოლდოვას საქმის განხილვისას დაადგინა, რომ არც ერთი ქვეყანა არ შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხოდ, თუ მისი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია.