უკრაინა გაეროს უცხოური კონტინგენტის ან უსაფრთხოების გარანტიების ალტერნატივად არ განიხილავს - Palitra News

უკრაინა გაეროს უცხოური კონტინგენტის ან უსაფრთხოების გარანტიების ალტერნატივად არ განიხილავს

2025-03-22 13:07:40+04:00

უკრაინა გაეროს უცხოური კონტინგენტის ან უსაფრთხოების გარანტიების ალტერნატივად არ განიხილავს, - პეტრ პაველთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პუტინის ომით დაბრუნების შემთხვევაში თუ გაეროს უკრაინის დაცვის მანდატი არ ექნება, ჩნდება კითხვა - ექნება თუ არა ასეთი მანდატი უცხოურ კონტინგენტებს. ზელენსკი უკრაინის გარანტირებულ მშვიდობაზე საუბრობს და განმარტავს, რომ ერთადერთი, რაც ახლა ომში მყოფ უკრაინას სჭირდება, პარტნიორების მხარდაჭერა და ომის იმ გარანტიებით დასრულებაა, რომელიც საომარი მოქმედებების განმეორების რისკს აქრობს.