დონალდ ტრამპი უკრაინის ომის დასრულებას უახლოეს მომავალში ვარაუდობს - Palitra News

დონალდ ტრამპი უკრაინის ომის დასრულებას უახლოეს მომავალში ვარაუდობს

2025-03-22 13:06:44+04:00

დონალდ ტრამპი უკრაინის ომის დასრულებას უახლოეს მომავალში ვარაუდობს - აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად ცეცხლის სრულად შეწყვეტა რუსეთსა და უკრაინას შორის, სავარაუდოდ, ძალიან მალე მოხდება. ტრამპის თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის ტერიტორიის დაყოფის შესახებ მოლაპარაკება ინტენსიურად მიმდინარეობს. ტრამპის თქმით, ის მტკიცედ მიისწრაფვის ომის დასრულებისკენ, რათა მკვლელობები შეწყდეს და აშშ-მა ის თანხა დაზოგოს, რომელსაც უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გზავნის.