აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სამინისტროს პროგრამებში ჩართულ ბავშვებთან და მათ მშობლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა არსებული საჭიროებები და სამინისტროში მოქმედი პროგრამები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში ლაშა ქარდავამ ბავშვებს თანამშრომლებთან ერთად საჩუქრები გადასცა.