წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულმა წვევამდელებმა საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის გავლა დაიწყეს. ახალქალაქის ქვედანაყოფში შესვლის პირველ დღეს წვევამდელებს ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი, დაურიგდათ აღჭურვილობა და განთავსდნენ ყაზარმებში, სადაც 8-კვირიანი კურსის განმავლობაში იცხოვრებენ. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში წვევამდელები საცეცხლე, სამედიცინო, საინჟინრო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას, ასევე კავშირგაბმულობისა და ტოპოგრაფიის საკითხებს გაივლიან. სამხედრო ინსტუქტორები კურსის მონაწილეებს ფიზიკურად მოამზადებენ და სადისციპლინო წესდებებსაც გააცნობენ. კურსის დასრულების შემდეგ, წვევამდელები ფიცს დადებენ და ეროვნულ სამხედრო სამსახურში, ტერიტორიული პრინციპით, თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან.