BBC-ის ინფორმაციით, სუდანის არმია აცხადებს, რომ მისი მებრძოლები დედაქალაქ ხარტუმის ცენტრში პრეზიდენტის სასახლეში შევიდნენ. გამოცემის ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში არმიამ დედაქალაქში „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ წინააღმდეგ ოპერაცია გააძლიერა. ამასთან, ბიბისის ცნობითვე ხარტუმის დაბრუნება არმიისთვის, რომელმაც ქალაქი 2023 წელს დაკარგა, უზარმაზარი გამარჯვება და კონფლიქტში გადამწყვეტი მომენტი იქნება. გაერო-ს ცნობით, ორწლიანმა სამოქალაქო ომმა სუდანში მსოფლიოში უდიდესი ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ ქვეყნის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს.