თურქეთის პრეზიდენტი ქვეყანაში მიმინარე პროტესტს ეხმაურება. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ოპოზიციის მცდელობა შიდა დაპირისპირება, ან კანონთან დაკავშირებული პრობლემები, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საკითხად წარმოაჩინოს, ფარისევლობის პიკია. ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტირებისას ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის ამბიცია და სურვილი ფიქრის მთავარ თემად გადაიქცა. შეგახსენებთ, სტამბოლის მერი, რომელიც თურქეთის მთავარი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ წევრია, კორუფციასთან და ტერორიზმთან სავარაუდო კავშირების შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ორი დღის წინ პოლიციამ დააკავა. იმამოღლუსთან ერთად დააკავეს 105 პირიც, რომელთა უმეტესობა სტამბოლის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები არიან. მანამდე, სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს დიპლომი სხვადასხვა დარღვევების გამო ბათილად ცნო და ამ ნაბიჯით, ფაქტობრივად, თურქეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ჩამოართვა. სტამბოლის მერის დაკავებას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.