რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. ოკუპანტებმა, ქვეყანას Shahed-სა და სხვა ტიპის 214 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 114 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება შეძლეს. 81 დრონი ლოკაციურად გაუჩინარდა. რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზარალდა ოდესის, ხმელნიცკის, სუმისა და კიევის ოლქები. ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი უკრაინას ეწვია. ის ოდესაში მაშინ ჩავიდა, როცა ქალაქი რუსეთის მასობრივი თავდასხმის ქვეშ იყო. მისი თქმით, უკრაინელ ლიდერებთან შეხვედრის დროს რუსეთის ფედერაციამ ქალაქში "შაჰედების" სამი ჯგუფი გაუშვა. ჩეხეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულები მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ უნდა ნახოს.