დავით მათიკაშვილი - სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია ერთად ისეთივე ნულია, როგორც ცალ-ცალკე - მათი გეგმა არის გეგმის არარსებობა - Palitra News

დავით მათიკაშვილი - სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია ერთად ისეთივე ნულია, როგორც ცალ-ცალკე - მათი გეგმა არის გეგმის არარსებობა

2025-03-21 15:36:27+04:00

რა იქნება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან მიმდინარე მრავალთვიანი კონსულტაციების შედეგი,- ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები 31 მარტის მოლოდინში არიან. ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან ერთადერთ გამოსავალს ოპოზიცია ხელახალ საპარლამენტო არჩევნებში ხედავს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ფუნდამენტურ საკითხებზე ოპოზიციის კონსენსუსი შედგა, კონკრეტულ სამოქმედო გეგმას კი საზოგადოებას 31 მარტს გააცნობენ.