ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია - Palitra News

ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია

2025-03-21 12:44:19+04:00

ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია. პოლიციამ, ქვემო ფონიჭალაში, დაკავებული ნარკორეალიზატორების საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე ნაგებობის ჩხრეკის შედეგად სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაულები 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.