გიორგი ჩიკვაიძე შიმშილობიდან მე-9 დღეს გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს - როგორია მისი ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობა - Palitra News

გიორგი ჩიკვაიძე შიმშილობიდან მე-9 დღეს გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს - როგორია მისი ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობა

2025-03-21 12:35:39+04:00

დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებაში ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე შიმშილობიდან მე-9 დღეს გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ჩიკვაიძის ჯანმრთელობის დამძიმებული მდგომარეობის შესახებ მისმა ოჯახის წევრებმა მას შემედგ დაიწყეს საუბარი, რაც მათ აცნობეს, რომ ბრალდებული ციხეში შეუძლოდ გახდა. ჩიკვაიძის ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ მას მრავალპროფილურ კლინიკაში მკურნალობა ესაჭიროება. შეხვდა თუ არა ბრალდებულს დღეს მისი უფლებადამცველი და როგორია მისი ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობა.