21 მარტი ტყის საერთაშორისო და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ გელათის საჯარო სკოლის ეკო კლუბის წევრებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეებმა ტყის მნიშვნელობის, მისი მოვლა-აღდგენის შესახებ ინფორმაცია მიიღეს და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურად 21 ძირი წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნერგი დარგეს, რომელთა მოვლა-პატრონობაზეც თავად იზრუნებენ. დარგვის აქციას ქუთაისის დღის ცენტრის - „ჯადოსნური სამყაროს“ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები შეუერთდნენ.