დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსული უხვი ნალექის გამო, გზები ინტენსიურად იწმინდება - Palitra News

დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსული უხვი ნალექის გამო, გზები ინტენსიურად იწმინდება

2025-03-21 09:31:32+04:00

დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსული უხვი ნალექის გამო, გზები ინტენსიურად იწმინდება. ამ დროისთვის სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხება არსად დაფიქსირებულა. ტექნიკური მარილი დაიყარა წყნეთის დასახლებაში, კიკეთში, კოჯორში, ტაბახმელასა და შინდისში. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, იმისათვის, რომ არ შეფერხდეს საგზაო მოძრაობა, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტად მუშაობენ.