პატიმარი გიორგი ჩიკვაიძე გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ჩიკვაიძე, რომელიც მე-9 დღეა შიმშილობს, ადვოკატმა, ეკა ბესელიამ გლდანის მე-8 დაწესებულებაში მოინახულა. უფლებადამცველი ამბობს, რომ ეს არ არის საკმარისი და ჩიკვაიძე სპეციალიზებულ კლინიკაში უნდა მოთავსდეს. სახალხო დამცველის აპარატიც აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა. შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩიკვაიძე 11 მარტის შემდეგ დაკავებულია - ბრალდების მხარე მას თანხების უკანონოდ გაფლანგვას ედავება. როგორია ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის და რას ამბობს მისი ადვოკატი?