საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სტრასბურგის სასამართლომ სარჩელით მიმართა - Palitra News

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სტრასბურგის სასამართლომ სარჩელით მიმართა

2025-03-20 15:42:30+04:00

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სტრასბურგის სასამართლომ სარჩელით მიმართა. არასამთავრებო ორგანიზაცია საჩივარში მიუთითებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩეევნო ადმინიტრაციის მიერ საკუთარი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებასა და კენჭისყრის ფარულობის მასობრივ დარღვევაზე. ორგანიზაცია ითხოვს, ფარულობის პრინციპის დარღვევის გამო ბათილად ცნონ 73 ოლქის 2 263 უბანი, სადაც კენჭისყრა ელექტრონული სისტემით მიმდინარეობდა. საია ახლა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან ელოდება შეაფასოს საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დროს გამოვლენილი ფარულობის სისტემური დარღვევა და არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის სისტემის სამართლიანობა.