საქართველოში სამშენებლო მასალების სექტორს ევროპულზე მაღალი მომგებიანობა აქვს, რაც დიდწილად განპირობებულია გაზრდილი ეკონომიკური აქტივობით და ფასებით. სებ-ის კვლევის შედეგებით, თანაბარი კაპიტალის თანამონაწილეობის ფონზე, საქართველოში სამშენებლო მასალების სექტორი ხასიათდება ევროპასთან შედარებით მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლებით. ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოში როგორც შემოსავალი აქტივებზე, ისე შემოსავალი კაპიტალზე მსოფლიოს და ევროპის მონაცემებზე მაღალია. ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ სამშენებლო მასალების სექტორის ოპერირებადი ქართული კომპანიების ლევერიჯისა და საოპერაციო მომგებიანობის კოეფიციენტები შესაბამისობაშია ევროპის ანალოგიურ მაჩვენებლებთან.
კვლევის მიხედვით, სარემონტო მასალების კატეგორიაში ყველაზე მაღალი მოგების მარჟით კარ-ფანჯრის კატეგორია ხასიათდებოდა (საშუალო მოგების მარჟა 46%), მეორე ადგილზეა ხელსაწყოები (საშუალო მოგების მარჟა 35%), ხოლო მესამე ადგილზე - კაფელ-მეტლახი (საშუალო მოგების მარჟა 34%). კვლევის მიხედვით, 2020-2023 წლებში ეკონომიკურმა აქტივობამ და ძირითადი მასალების ფასების მატებამ განაპირობა სამშენებლო მასალების სექტორის ბრუნვის ზრდა;