სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციური პარტიების კოორდინაციით ხელახალი არჩევნების თაობაზე შემუშავებული საერთო გეგმის გამოქვეყნებას ელოდებიან - რას აცხადებენ ოპოზიციაში - Palitra News

სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციური პარტიების კოორდინაციით ხელახალი არჩევნების თაობაზე შემუშავებული საერთო გეგმის გამოქვეყნებას ელოდებიან - რას აცხადებენ ოპოზიციაში

2025-03-20 12:26:34+04:00

სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციური პარტიების კოორდინაციით ხელახალი არჩევნების თაობაზე შემუშავებული საერთო გეგმის გამოქვეყნებას ელოდებიან. საქართველოში, როგორ ცნობილია დეტალები 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე გასაჯაროვდება. პარალელურად, პოლიტიკური განხილვის საგანია 4 ოქტომბერს ჩანიშნული თვითმართველობის არჩევნები. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ რომ იქამდე სანამ მოქალაქეები ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების არჩევის განმეორებით შანსს არ მიიღებენ, საუბარი ნებისმიერ სხვა არჩევნებში მონაწილეობაზე არასერიოზულია. პოზიციას არ ცვლის „ქართული ოცნება“, რომელიც ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას გამორიცხავს.