რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე 132 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს - Palitra News

რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე 132 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

2025-03-20 10:14:53+04:00

რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე 132 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

„გასული ღამის განმავლობაში მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 132 უკრაინული დრონი გაანადგურეს“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

უწყების ცნობით, თავდაცვის სისტემებმა 54 დრონი სარატოვის ოლქის თავზე ჩამოაგდეს, 40 ვორონეჟის ოლქის, 22 ბელგოროდის, 9 როსტოვის, 3 კურსკის და 1 ლიპეცკის ოლქის თავზე. ასევე, 3 დრონი დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად, სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში 2 ადამიანი დაშავდა და საავადმყოფო, სკოლები და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.