00:00 / 00:00

მკვლელობა მღვდლის სახლში , ცნობილი ინგლისელი მწერლის აგათა კრისტის დეტექტიური ჟანრის რომანია, წიგნის ორიგინალი 1930 წელს მწერლის სამშობლოში, გამომცემლობა Collins Crime Club-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა

მკვლელობა მღვდლის სახლში , ცნობილი ინგლისელი მწერლის აგათა კრისტის დეტექტიური ჟანრის რომანია. წიგნის ორიგინალი 1930 წელს მწერლის სამშობლოში, გამომცემლობა Collins Crime Club-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა.

რომანში აგათა კრისტს პირველად შემოჰყავს ყველასათვის საყვარელი დეტექტივი ქალი, მის ჯეინ მარპლი. ამ ხანდაზმულ ქალბატონს მშვენივრად ეხერხება ადამიანის ბუნების უარყოფითი მხარეების გამოვლენა. ამჯერად მის მარპლი მღვდლის სახლში მომხდარ დანაშაულს იძიებს. მოსამართლეს, პოლკოვნიკ პროტეროს, თავში ტყვიის გასროლით კლავენ. გასროლის ხმა არავის გაუგონია არც რამე სამხილი არსებობს, მიუხედავად იმისა,რომ მისი მოკვლის საფუძველი მასთან მეტ-ნაკლებად დაახლოებულ ყველა ადამიანს აქვს, არც მოტივი ჩანს. ამ რთული გარემოებებიდან გამომდინარე საქმეში ერთვება მის მარპლი და იდუმალ მკვლელს ჩაუდგება კვალში , რათა ნათელი მოჰფინოს იდუმალ მკვლელობას და სააშკარაოზე გამოიტანოს ბოროტმოქმედის ვინაობა.მწერლის სრული სახელი და გვარი აგათა კლარისა მილერია , კრისტი რომლითაც მას საზოგადოება იცნობს მისი პირველი ქმრის , პოლკოვნილ არჩიბალდ კრისტის გვარია. აგათა 1890 წლის 15 სექტემბერს , ზვისპირა საკურორტო ქალაქ ტორკეიში , დევონში , ფრედერიკ და კლარისა მილერების ოჯახში დაიბადა. მწერალმა პირველი პიესა ჯერ კიდევ ბავშვობაში 7 წლის ასაკში დაწერა , რომელიც ეძღვნებოდა დების ბრძოლას მემკვიდრეობისთვის , რომელიც მისიევე ოჯახში დაიდგა.

მისი პირველი რომანი კი 1920 წელს სახელწოდებით , სტაილსის საიდუმლო ინციდენტი 2000 ტირაჟით გამოიცა , რისთვისაც დამწყებმა მწერალმა ჰონორარის სახით 25 ფუნტი მიიღო.

აგათა კრისტის ნაწარმოებები კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მეტჯერაა ნათარგმნი და გამოქვეყნებული. მის კალამს ეკუთვნის 60 ზე მეტი დეტექტიური და 6 ფსიქოლოგიური ჟანრის რომანი , ასევე 19 მოთხრობების წიგნი.

აგათა კრისტის წიგნები გამოქვეყნდა 4 მილიარდზე მეტ ეგზემპლარად და ითარგმნა მსოფლიოს 100 ზე მეტ ენაზე.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2021 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და იმ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.

ახალი ამბები

ყველა

მამუკა მდინარაძე - “კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესა...

მამუკა მდინარაძე - “კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა - მზად ვართ, თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს საკადრისი პასუხი

კომენტარები: (0)
გააკეთე კომენტარი