უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ტერიტორიების საკითხი ყველაზე რთული იქნება. ვოლოდიმირ ზელენსკი, საკითხზე დონალდ ტრამპსაც ესაუბრა. მისი თქმით, უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებს არასდროს აღიარებს, უკრაინის ქალაქების გაყოფა კი ბერლინის გამეორება იქნება. როგორც ზელენსკიმ, დონალდ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელ იქსზე დაწერა, საუბრისას ენერგეტიკისა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმების შეწყვეტას მხარი დაუჭირა. პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა, რომ უკრაინული და ამერიკული გუნდები მომდევნო დღეებში ერთმანეთს საუდის არაბეთში ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტის იმპლემენტაციასა და გაფართოებაზე სამუშაოდ შეხვდებიან. როგორც ცნობილია, უკრაინის პირველმა პირმა ტრამპს დამატებითი Patriot სისტემები სთხოვა, აშშ-ს პრეზიდენტი კი დაჰპირდა, რომ მოიძიებს რა არის ხელმისაწვდომი ევროპაში.