„თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით, დედაქალაქის 25 საჯარო სკოლაში ნარჩენების მართვისა და გარემოს დაცვის საკითხებზე საინფორმაციო სესიები ტარდება. V-X კლასის მოსწავლეები ბაზისურ ცოდნას იძენენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ნარჩენების მართვის პოლიტიკა, გარემოს დაცვა, ეროვნული კანონმდებლობა, საერთაშორისო გამოცდილება, არსებული გამოწვევები, განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები. მსგავსი შეხვედრები საქართველოს 25 საჯარო სკოლაში ჩატარდება. პროექტს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, „თბილსერვის ჯგუფი“ და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (Rec Caucasus) ახორციელებს.