"ქართველი ხალხი გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ საკუთარ მოთხოვნებში ურყევია“ - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი პლატფომა იქსზე წერს. განცხადებაში რესპუბლიკელი კონგრესმენი აღნიშნავს, რომ აშშ-ში დგას თავისუფალი საქართველოს გვერდით და ქართველი ხალხი არ დაუშვებს მომავლის მოპარვას "ჩინეთის კომუნისტური პარტიის" მოსყიდული თაღლითების მიერ, რომლებიც აშშ-სთან ასოცირებას აკრიმინალიზებენ. ჯო უილსონი განცხადებასთან ერთად თბილისში, MEGOBARI აქტის მხარდამჭერი აქციის შესახებ საინფორმაციო ფოტოს აზიარებს, რომელიც 22 მარტს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტამდე გაიმართება.