ჭავჭავაძის გამზირზე, ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ გელა უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა ბრალდებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი, მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას,რომელმაც სასამართლოს ალტერნატივის სახით 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენება შესთავაზა. როგორ მიმდინარეობდა პროცესი?