შედგება თუ არა დაანონსებული ოპოზიციური ერთობა,- ოპოზიცია გაერთიანების იდეაზე ისევ მსჯელობს. მათი ნაწილი სალომე ზურაბიშვილის გარშემო ერთიანი პლატფორმის შექმნის მომხრეა, ნაწილი კი ამ იდეას კვლავ აკრიტიკებს. ხელისუფლების ოპონენტები საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან კოორდინაციას აგრძელებენ და აცხადებენ, რომ ფუნდამენტურ საკითხებზე თანხმობა უკვე შედგა, თუმცა არსებობს გარკვეული საკითხები, რაზეც დახურულ კარს მიღმა ჯერ კიდევ მიმდინარეობს განხილვა. როგორ ცნობილია, ოპოზიცია რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შედეგებზე ღიად 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე ისაუბრებს. ვის რა პოზიცია აქვს გაერთიანების იდეაზე და რა ეტაპზეა მოლაპარაკებები?