ევროპული საბჭოს პრეზიდენტი - რუსეთი ყველა ევროპული ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს - Palitra News

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი - რუსეთი ყველა ევროპული ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს

2025-03-19 16:54:26+04:00

რუსეთი ყველა ევროპული ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოსტამ განაცხადა.

„ბუნებრივია, რომ რუსეთის ქმედებები ყველაზე მეტად მის მეზობლებს აწუხებთ. ეს თავისთავად ცხადია, მაგრამ ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს კოლექტიურ საფრთხეს წარმოადგენს“, - განაცხადა კოსტამ.

მისი თქმით, მომავალში ევროპამ აქცენტი იარაღის წარმოებაზე უნდა გააკეთოს.

„ეს დროის საკითხია. შეიარაღება, რომელიც ახლა გვჭირდება იქ უნდა შევიძინოთ, სადაც ეს შესაძლებელია, ევროპაში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, აშშ-ში ან თურქეთში. ცხადია, თუ ამას უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში განვიხილავთ, მაშინ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შესყიდვა, არამედ წარმოებაც. ამ მიზნით ჩვენი სამრეწველო და ტექნოლოგიური ბაზა უნდა გავაძლიეროთ, რასაც უკვე ვაკეთებთ“, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.