,,ქართული ოცნება" მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს მე-2 მოსმენით განიხილავს. საპარლამენტო უმრავლესობის მტკიცებით, ცვლილებები ბრიტანულ მოდელზე დაყრდნობით შემუშავდა. როგორც ცნობილია შეზღუდვები მაუწყებლის ონლაინ პლათფორმებზეც გავრცელდება. კიდევ ერთი კანონპროექტი რომლსაც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ ანტინარკოტიკულ რეფორმას ეხება. ნარკოპოლიტიკის გამკაცრების აუცილებლობაზე ოპოზიციაშიც საუბრობენ, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები პრობლემას კანონის აღსრულებაში ხედავენ.