შედგება თუ არა დაანონსებული ოპოზიციური ერთობა,- ოპოზიცია გაერთიანების იდეაზე ისევ მსჯელობს. მათი ნაწილი სალომე ზურაბიშვილის გარშემო ერთიანი პლატფორმის შექმნის მომხრეა, ნაწილი კი ამ იდეას კვლავ აკრიტიკებს. ხელისუფლების ოპონენტები საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან კოორდინაციას აგრძელებენ და აცხადებენ, რომ ფუნდამენტურ საკითხებზე თანხმობა უკვე შედგა, თუმცა არსებობს გარკვეულკი საკითხები, რაზეც ჯერ კიდევ მიმდინარეობს განხილვა დახურულ კარს მიღმა. ამის პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე ოპოზიცია რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შედეგებზე ღიად ისაუბრებს.