დეპუტატები მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვასა და მიღებას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავენ. საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ცვლილებები ბრიტანულ კანონმდებლობაზე დაყრდნობითაა შემუშავებული და მედიის ობიექტურობის რეგულირებას შეეხება. დღეს სესიაზე პირველი მოსმენით გადის დეპუტატების მიერ შემუშავებული კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელიც ანტინარკოტიკულ რეფორმას შეეხება. ქართული ოცნება ცვლილებებით ლიბერალური ნარკოპოლიტიკის შედეგად მიღებული პრობლემების აღმოფვის პირობას დებს. ზემოთ ჩამოთვლილ ყველა საკანონმდებლო ცვლილებებას ოპოზიცია აკრიტიკებს და რეპრესიულ უწოდებს.