გაერთიანება თუ კოორდინაცია? ოპოზიციურ ფლანგზე პოზიციები კვლავ შეუთანხმებელია. ოპოზიციის ნაწილი სალომე ზურაბიშვილის გარშემო საერთო პოლიტიკიური გაერთიანების შექმნის მომხრეა და კრიტიკას არ მალავს გახარია საქართველოსთვის წევრების მიმართ, რომლებსაც საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობის მიუხედავად სადეპუტატო მანდატებზე უარი არ უთქვამთ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ ახლა ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლაში პარტიული პოლიტიკის ადგილი არ არის. გაერთიანებაზე უარს აცხადებენ, თუმცა კონკრეტულ საკითხებზე კოორდინაციას მხარს უჭერენ მმართველი გუნდის ოპონენტები დანარჩენი ძალები. ქართულ ოცნებაში აცხდებენ, რომ ოპოზიციას მხოლოდ ქვეყნის გარედან მიღებული დირექტივები აერთიანებთ.