კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციასთან პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას სენაკის მერის მოადგილეები და სამიზნე სოფლების/ადმინისტრაციული ერთეულების მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროგრამის ფარგლებში სენაკის სამიზნე სოფლების მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ სრულიად უფასოდ გადამზადდნენ ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებაში და გაეცნონ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, გუგლის აპლიკაციებით სარგებლობა და სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება