საპარლამენტო უმრავლესობა მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვასა და მიღებას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს - Palitra News

საპარლამენტო უმრავლესობა მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვასა და მიღებას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს

2025-03-19 09:34:48+04:00

საპარლამენტო უმრავლესობა მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვასა და მიღებას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს. "ქართული ოცნების' მიერ დაანონსებული ცვლილებების თანახმად, სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებს ახალი რეგულაციების გათვალისწინებით მოუწევთ მუშაობა. შეზღუდვები და აკრძალვები მაუწყებლების შესაბამის ონლაინ პლატფორმებზეც გავრცელდება. ახალი კანონის ნორმების მიღების შემთხვევაში კონკრეტულ დარღვევებზე რეაგირების ფუნქცია კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას გადაეცემა, რადგან ცვლილებების ინიციატორების შესაფსებით თვითრეგულირება არაეფექტური აღმოჩნდა. თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობა - ასე აფასებენ ხელისუფლების ოპონენტები მედიის მიმართულებით დაანონსებულ ცვლილებებს. ოპოზიციონერების მტკიცებით, მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ქართული ოცნების პანიკასა და სისუსტეზე მეტყველებს.