დედაქალაქის მთავარ გამზირზე საპროტესტო აქციები გრძელდება. მოქალაქეები 111-ე დღეა პროტესტის ნიშნად იკრიბებიან უცვლელი მოთხოვნებით: ჩაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს გუშინ მსვლელიბით საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მყოფი დემონსტრანტებიც შეუერთდნენ. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან 24-საათიან უწყვეტ პროტესტს მართავს სეუ-ს სტუდენტური მოძრაობა. საპროტესტო აქციის პარალელურად, 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავებიც.