ტელეწამყვანის, ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, პროკურატურა ოფიციალურად არ ატყობინებს თუ, რა იყო „ნანუკას ფონდის“ დაყადაღების გადაწყვეტილების საფუძველი. ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, რომ მას შესაძლოა, ბრალი წაუყენონ და დააკავონ კიდეც. ამავდროულად, ოპოზიციაში ამბობენ, რომ ფონდების დაყადაღება არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებენ, რომ ნებისმიერი ფონდი უნდა იყოს გამჭვირვალე, როდესაც ის პირდაპირაა ჩართული პოლიტიკური პროცესების განვითარებაში. რას აცხადებენ პოლიტიკური მხარეები ფონდების დაყადაღების საქმეზე?