ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლო პროცესი 31 მარტამდე გადაიდო. მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დაცვის მხარემ საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის შუამდგომლობა დააყენა. როგორც მოსამართლე ნინო სახელაშვილმა განმარტა, მტკიცებულებები მოცულობითია და მისთვის გასაცნობად როგორც ბრალდების მხარეს, ასევე სასამართლოს საკმარისი დრო სჭირდება. მისივე თქმით, მომდევნო სხდომას სწორედ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე მსჯელობით დაიწყებენ.
გამოძიება მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ედავება, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.