გია ვოლსკი - ნებისმიერი ფონდი უნდა იყოს გამჭვირვალე, როცა ის პირდაპირაა ჩართული პოლიტიკური პროცესების განვითარებაში, მით უმეტეს, თუ საქმე არის იმ სცენარის ნაწილი, რასაც რევოლუცია ჰქვია - Palitra News

გია ვოლსკი - ნებისმიერი ფონდი უნდა იყოს გამჭვირვალე, როცა ის პირდაპირაა ჩართული პოლიტიკური პროცესების განვითარებაში, მით უმეტეს, თუ საქმე არის იმ სცენარის ნაწილი, რასაც რევოლუცია ჰქვია

2025-03-18 15:43:10+04:00

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, პროკურატურა ოფიციალურად არ ატყობინებს თუ, რა იყო ნანუკას ფონდის დაყადაღების გადაწყვეტილების საფუძველი. ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, რომ ბრალი წაუყენონ და დააკავონ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ რამდენიმე ფონდის დაყადაღება არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ქართულ ოცნებაში კი განმარტავენ, რომ ნებისმიერი ფონდი უნდა იყოს გამჭვირვალე, როცა ის პირდაპირაა ჩართული პოლიტიკური პროცესების განვითარებაში. ვის რა არგუმენტები აქვს ფონდების დაღადაღების მიზეზებზე საუბრისას?