„იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“, „სოლიდარობა მზია ამაღლობელს“, - ამ ლოზუნგით ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს, ჟურნალისტები აქციას მართავენ. სისხლის სამართლის საქმეზე ჩანიშნული პროცესის გარდა დღესვე მოსამართლე სალიხ შაინიძე, რამდენიმე საათში მზია ამაღლობელის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. როგორი მოლოდინი აქვთ პატიმარი ჟურნალისტის მხარდამჭერებს და რა ეტაპზეა სამართწარმოება?