„ქართული ოცნების“ დაანონსებული ცვლილებების თანახმად, სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებს ახალი რეგულაციების გათვალისწინებით მოუწევთ მუშაობა. როგორც უმრავლესობაში განმარტავენ შეზღუდვები და აკრძალვები ონლაინ მედიაზე ზოგადად, არა, მაგრამ მაუწყებლების შესაბამის ონლაინ პლატფორმებზე გავრცელდება. ახალი კანონის ნორმების მიღების შემთხვევაში კონკრეტულ დარღვევებზე რეაგირების ფუნქცია კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას გადაეცემა, რადგან ცვლილებების ინიციატორების შესაფსებით თვითრეგულირება არაეფექტური აღმოჩნდა. ოპოზიცია მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებს რეპრესიულ უწოდებს. საკითხზე პოლიტიკურ შეფასებებს მაგდა ბლუაშვილი გაეცნო.
„ქართული ოცნების“ დაანონსებული ცვლილებების თანახმად, სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებს ახალი რეგულაციების გათვალისწინებით მოუწევთ მუშაობა - რას აცხადებენ დეპუტატები