ბათუმში საცხოვრებელი ბინების უდიდეს ნაწილს უცხო ქვეყნის მოქალაქეები საინვესტიციო მიზნით ყიდულობენ. პირველადი ბაზრის მონაცემებით, ბათუმში გაყიდული ბინების 85% საინვესტიციო მიზნით არის შეძენილი, დარჩენილი 15% კი საცხოვრებელი მიზნით შესყიდულ ქონებაზე მოდის. კვლევას ამის თაობაზზე „თიბისი კაპიტალი“ აქვეყნებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ზღვისპირა ქალაქში, პირველად ბაზარზე, უცხოელების წილი გაყიდვებში 71%-ს შეადგენს, 26% უჭირავს ქართველ მყიდველებს, დარჩენილი 3% კი ემიგრანტებზე მოდის. კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ სწორედ ამ ორი მდგენელის გამო, ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი, თბილისთან შედარებით, უფრო მგრძნობიარეა გარე შოკების მიმართ. მიმდინარე წლის იანვარში ბათუმში ათასი საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 1%-იანი კლებაა. საშუალო ფასი 1 კვ.მ-ზე კი 1276 დოლარს შეადგენდა, რაც წლიურად 21%-იანი ზრდა არის