British Airways-ი და easyJet-ი საქართველოში ფრენებს იწყებენ.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით,
მათივე ცნობით, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან დაიწყება და პირველი ფრენა 30 მარტს შესრულდება. ოფიციალური ინფორმაციით, British Airways-ი ფრენებს შეასრულებს 30 მარტიდან ლონდონი - თბილისი - ლონდონის საჰაერო ხაზზე, კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას; easyJet UK რეგულარულ რეისებს განახორციელებს 1-ლი აპრილიდან ლონდონი - თბილისი - ლონდონის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს; ასევე კვირაში ორი სიხშირით ავიარეისები შესრულდება ჟენევისა და მილანის მიმართულებითაც. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რეგულარული ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიებს ამ წლის 14 მარტს მიანიჭა. სააგენტოში ფიქრობენ, რომ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ უმსხვილესი ბრიტანული ავიაკომპანია British Airways-ის საქართველოს საავიაციო ბაზარზე დაბრუნება და წამყვანი მულტინაციონალური დაბალბიუჯეტური EasyJet-ის ჯგუფში შემავალი ავიაკომპანიების შემოსვლა დადებითად აისახება ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარების დინამიკაზე.