ისრაელ კაცი - არ შევწყვეტთ ბრძოლას მანამ, სანამ მძევლები შინ არ დაბრუნდებიან - Palitra News

ისრაელ კაცი - არ შევწყვეტთ ბრძოლას მანამ, სანამ მძევლები შინ არ დაბრუნდებიან

2025-03-18 12:12:25+04:00

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ისინი გააგრძელებენ ბრძოლას ღაზაში მანამ, სანამ მძევლებს არ დააბრუნებენ და ომის ყველა მიზანს არ მიაღწევენ.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„არ შევწყვეტთ ბრძოლას მანამ, სანამ მძევლები შინ არ დაბრუნდებიან და ომის ყველა ჩვენს მიზანს არ მივაღწევთ“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, დღეს ისრაელმა ღაზას სექტორზე მასშტაბური ავიაიერიშები განახორციელა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზაში საჰაერო დარტყმების განახლების გადაწყვეტილება ისრაელმა „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლებაზე უარის თქმის გამო მიიღო. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 330 ადამიანი.