აშშ-ის სპეციალური განცხადება და სამშვიდობო შეთანხმების პოზიტიური მოლოდინები - თეთრი სახლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ მსოფლიო მშვიდობასთან ისე ახლოს არასდროს ყოფილა, როგორც ახლა. კეროლაინ ლივიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დღეს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგება. პრესსპიკერი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს დასახული მიზნის მიღწევა და რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.