14 მარტს ჭავჭავაძის გამზირზე მოკლული ლევან ჯანგველაძის მკვლელიბაში ბრალდებული პირი დაკავებულია. მისი ადვოკატის, მარიამ ტაბატაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებით სარგებლობს. უფლებადამცველი დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდა თუმცა მას მისი დაცვის ქვეშ მყოფთან ცალკე გასაუბრების შესაძლებლობა არ მიეცა. როგორც ცნობილია, ბრალდებული გელა უძილაური ყველა საპროცესო საგამოძიებო მოქმედებას წინააღმდეგობის გარეშე დათანხმდა. იცნობდა თუ ბრალდებული მოკლულ ლევან ჯანგველაძეს, ამაზე უფლებადამცველი კონკრეტულ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ფლობს.