„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ნარკოპოლიტის რეფორმის“ ფარგლებში, პარტიას შემოაქვს საკანონმდებლო ცვლილებები, რათა ნარკოდანაშაულზე სასჯელის სახით „სავალდებულო მკურნალობა“ შემოიტანოს. მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ „ეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მოხდება. მისივე თქმით, დღევანდელი „ქართული ოცნების“ გუშინდელი სხდომის 80% ამ საკითხს დაეთმო. მანვე დააზუსტა, რომ იძულებითი მკურნალობა არ შეეხება ადმინისტრაციული სახდელებს და „ეს იქნება სისხლისსამართლებრივად გაწერილი სასჯელი“.