აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მასსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი ხვალ შედგება. აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციას კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვიც ადასტურებს. თავის მხრივ, დონალდ ტრამპი იმ ძირითად საკითხებს ასახელებს, რომლებზეც მასსა და პუტინს შორის დაგეგმილი საუბრის დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება. აშშ-ის პრეზიდენტი ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზეც საუბრობს და რუსეთისგან შესაბამის ნაბიჯებს ელის. ამ თემას უკრაინის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრიც გამოეხმაურნენ. ანდრეი სიბიგა წითელ ხაზებს იმ ასახელებს, რომლის გადაკვეთასაც, უკრაინა არ დაუშვებს. ამ თემაზე მორიგი მსჯელობა ბრიუსელშიც გაიმართა. საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში უკრაინისათვის მნიშვნელოვანი დახმარებების მორიგი პაკეტები დაანონსდა.