Eurojust-ი ადასტურებს, რომ აშშ-მა საერთაშორისო ჯგუფი დატოვა, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულებს იძიებს - Palitra News

Eurojust-ი ადასტურებს, რომ აშშ-მა საერთაშორისო ჯგუფი დატოვა, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულებს იძიებს

2025-03-17 19:18:24+04:00

Eurojust-ი ადასტურებს, რომ აშშ-მა საერთაშორისო ჯგუფი დატოვა, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულებს იძიებს.

„აშშ-ს ხელისუფლებამ Eurojust-ს (ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტო) აცნობა, რომ ისინი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის სამართლებრივი დევნის საერთაშორისო ცენტრის (ICPA) საქმიანობაში მონაწილეობას აღარ გააგრძელებენ. ICPA უკრაინის ომთან დაკავშირებული აგრესიის დანაშაულის გამოძიებების მხარდასაჭერად მუშაობას აგრძელებს“, - ნათქვამია Eurojust-ის განცხადებაში.

ცნობისთვის, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ საერთაშორისო ჯგუფს ტოვებდა, რომელიც უკრაინაში შეჭრაზე პასუხისმგებელი რუსი ოფიციალური პირების, მათ შორის, ვლადიმერ პუტინის დანაშაულებს იძიებს, თავდაპირველად გამოცემა New York Times-მა გაავრცელა.